Monday, July 10, 2017

მე-9 დღის რეფლექსია

განვათავსეთ პრეზენტაციები ბლოგზე, მოვუსმინეთ ერთმანეთს.

უდიდესი გამოცდილება მივიღე.

დიდი მადლობა საუკეთესო ტრენერს, საუკეთესო ახსნისა და მუშაობისთვის.

Saturday, July 8, 2017

პრეზენტაციები

პროექტის პრეზენტაცია




მოსწავლის პრეზენტაცია


 

დღე მე-8

ფასილიტაციის კითხვარი, ძალიან საჭირო..

ახლა ეს ყველაფერი უნდა ავტვირთოთ ბლოგზე..

Thursday, July 6, 2017

დღე მეშვიდე რეფლექსია

განვიხილეთ საშინაო დავალებები, სკაფოლდინგით აწყობილი პროექტები. დრაივზე განვაახლეთ ინფორმაცია და ერთმანეთს გავუზიარეთ.

ტრენერმა წარმოგვიდგინა გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ.

დაგვავალა პროექტის შაბლონში დიფერენცირებული სწავლების შევსების გრაფები.

დღე იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი.

Sunday, July 2, 2017

დღე მეექვსე - რეფლექსია 2 ივლისი 2017 წ/

 დღე დაიწყო მოსწავლის ნიმუშის კეთებით. გავიხსენეთ და ვისწავლეთ ბევრი ახალი ნიუანსი Power Point-ში მუშაობისა. 

          ასევე, შევავსეთ პროექტის შაბლონში მსვლელობა დაწვრილებით და მივუსადაგეთ შეფასებები.

აგვიხსნა ტრენერმა სკაფოლდინგი და საავტორო უფლებები. დაგვევალა ამ სკაფოლდინგის მიხედვით მთლიანი პროექტის წარდგენა.

Saturday, July 1, 2017

ინტელის მე-5 დღე რეფლექსია - 1 ივლისი


დავიწყეთ საშინაო დავალებების განხილვით..

შემდეგ, აგვიხსნა ტრენერმა შეფასების რუბრიკები, კრიტერიუმები, ჩავწერეთ პროექტის გეგმის შაბლონში.

აგვიხსნა პრეზენტაცია Power Point-ში და შევიხსენეთ წინა დონეზე ნასწავლი მანიპულაციები.

მივიღეთ საშიანო დავალება.
დღე იყო საინტერესო და ნაყოფიერი.

Sunday, June 25, 2017

მეოთხე დღის რეფლექსია - 25 ივნისი

დღეს იყო ყველაზე შრომატევადი და საინტერესო დღე.
ვისწავლე საკმაოდ რთული მანიპულაციები ბუკლეტის აწყობის. 
გარდა ამისა, პროექტის გეგმის რამდენიმე მნიშვნელოვანი ველი შევავსეთ, გამოვიყენეთ სტანდარტი, ინდიკატორები და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.

უღრმესი მადლობა ჩვენს ტრენერს ასეთი მკაფიო განმარტებებისთვის. მივდივარ შთაბეჭდილებებით დატვირთული და ფიზიკურად დაღლილიიი.

გენეტიკური დაავადებები

მიმართულების მიმცემი საკვანძო ნიშნები:


ზოგადი კითხვა:   რისთვისაა საჭირო ნებისმიერი დაავადებისა და დარღვევების შესახებ ვიცოდეთ?

(ანუ საუბარი მინდა წავიყვანო არა იმისკენ თუ დისკრიმინაციას არ ვუწევთ მათ, ეგ უბრალო ჭეშმარიტებაა, არამედ: თუ როგორ უნდა მოვეპყროთ მათ, როგორ მოვუარით და ვიურთიერთოთ)



თემატური:    1. ადამიანები მრავალი ნიშნით განსხვავდებიან ერთმანეთისგან; რომელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განსხვავებულობები?

 2.  რით შეიძლება განსხვავდებოდნენ ადამიანები?

 3. . რა როლი აქვს ამ ყველაფერში გენეტიკას?


შინაარსობრივი:  1. რა არის მემკვიდრული და არამემკვიდრული ცვალებადობები?

                             2. ჩამოვთვალოთ მუტაციის სახეები..

                           და .

Saturday, June 24, 2017

დღე 3 (24 ივნისი) --- რეფლექსია



განვიხილეთ ჩვენი საშინაო დავალებები, პროექტებისათვის დასმული ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ძალიან საინტერესო იყო.  

მივიღეთ ახალი დავალებები ხვალისათვის. 

ბუკლეტი უნდა დავამზადოთ, დღეისათვის მქონდა, მაგრამ უნდა დავხვეწოთ.

Sunday, June 11, 2017

დღე მეორე - რეფლექსია


მიუხედავად იმისა, რომ დავაგვიანე, ტრენერმა სხვების მუშაობის პროცესში ამომწურავად ამიხსნა გამოტოვებული საკითხები.
    შევქმენით აუცილებელი საქაღალდეები პროექტისათვის.
    დავიწყეთ საშინაო დავალებად მოცემული სასწავლო პროექტის შაბლონის შევსება.

განვიხილეთ პროექტის ყველა პუნქტი დეტალურად, რომელიც ძალიან გამომადგება დაგეგმვაში და აქ შექმნილი პროექტის განხორციელებაში.

Saturday, June 10, 2017

ინტელის ტრენინგი - დღე პირველი - რეფლექსია

           პირველივე დღე ძალიან ნაყოფიერი იყო; გარდა იმისა, რომ განვიხილეთ საორგანიზაციო საკითხები, გავიხსენე წინა დონეზე ნასწავლი რამდენიმე მნიშვნელოვანი აქტივობა: ბლოგის შექმნა, მისი მართვა და ა.შ.
         გავიგე ინტელის მოდულების ელექტრონული რესურსის შესახებ, რომელთანაც წვდომა ნებისმიერ დროს მექნება.
         გავეცანი პროექტის შაბლონის ფორმას, რომელსაც ნელ-ნელა შევავსებ და განვახორციელებ მოსწავლეებთან