დღეს იყო ყველაზე შრომატევადი და საინტერესო დღე.
ვისწავლე საკმაოდ რთული მანიპულაციები ბუკლეტის აწყობის.
გარდა ამისა, პროექტის გეგმის რამდენიმე მნიშვნელოვანი ველი შევავსეთ, გამოვიყენეთ სტანდარტი, ინდიკატორები და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.
უღრმესი მადლობა ჩვენს ტრენერს ასეთი მკაფიო განმარტებებისთვის. მივდივარ შთაბეჭდილებებით დატვირთული და ფიზიკურად დაღლილიიი.
Sunday, June 25, 2017
გენეტიკური დაავადებები
მიმართულების მიმცემი საკვანძო ნიშნები:
ზოგადი კითხვა: რისთვისაა საჭირო ნებისმიერი დაავადებისა და დარღვევების შესახებ ვიცოდეთ?
(ანუ საუბარი მინდა წავიყვანო არა იმისკენ თუ დისკრიმინაციას არ ვუწევთ მათ, ეგ უბრალო ჭეშმარიტებაა, არამედ: თუ როგორ უნდა მოვეპყროთ მათ, როგორ მოვუარით და ვიურთიერთოთ)
თემატური: 1. ადამიანები მრავალი ნიშნით განსხვავდებიან ერთმანეთისგან; რომელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განსხვავებულობები?
2. რით შეიძლება განსხვავდებოდნენ ადამიანები?
3. . რა როლი აქვს ამ ყველაფერში გენეტიკას?
შინაარსობრივი: 1. რა არის მემკვიდრული და არამემკვიდრული ცვალებადობები?
2. ჩამოვთვალოთ მუტაციის სახეები..
და ა.შ.
Saturday, June 24, 2017
დღე 3 (24 ივნისი) --- რეფლექსია
განვიხილეთ ჩვენი საშინაო დავალებები, პროექტებისათვის დასმული ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ძალიან საინტერესო იყო.
მივიღეთ ახალი დავალებები ხვალისათვის.
ბუკლეტი უნდა დავამზადოთ, დღეისათვის მქონდა, მაგრამ უნდა დავხვეწოთ.
მივიღეთ ახალი დავალებები ხვალისათვის.
ბუკლეტი უნდა დავამზადოთ, დღეისათვის მქონდა, მაგრამ უნდა დავხვეწოთ.
Sunday, June 11, 2017
დღე მეორე - რეფლექსია
მიუხედავად იმისა, რომ დავაგვიანე, ტრენერმა სხვების მუშაობის პროცესში ამომწურავად ამიხსნა გამოტოვებული საკითხები.
შევქმენით აუცილებელი საქაღალდეები პროექტისათვის.
დავიწყეთ საშინაო დავალებად მოცემული სასწავლო პროექტის შაბლონის შევსება.
განვიხილეთ პროექტის ყველა პუნქტი დეტალურად, რომელიც ძალიან გამომადგება დაგეგმვაში და აქ შექმნილი პროექტის განხორციელებაში.
Saturday, June 10, 2017
ინტელის ტრენინგი - დღე პირველი - რეფლექსია
პირველივე დღე ძალიან ნაყოფიერი იყო; გარდა იმისა, რომ განვიხილეთ საორგანიზაციო საკითხები, გავიხსენე წინა დონეზე ნასწავლი რამდენიმე მნიშვნელოვანი აქტივობა: ბლოგის შექმნა, მისი მართვა და ა.შ.
გავიგე ინტელის მოდულების ელექტრონული რესურსის შესახებ, რომელთანაც წვდომა ნებისმიერ დროს მექნება.
გავეცანი პროექტის შაბლონის ფორმას, რომელსაც ნელ-ნელა შევავსებ და განვახორციელებ მოსწავლეებთან
გავიგე ინტელის მოდულების ელექტრონული რესურსის შესახებ, რომელთანაც წვდომა ნებისმიერ დროს მექნება.
გავეცანი პროექტის შაბლონის ფორმას, რომელსაც ნელ-ნელა შევავსებ და განვახორციელებ მოსწავლეებთან
Subscribe to:
Posts (Atom)